0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 1-ლი ივნისიდან სრულად იხსნება

ისრაელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები უქმდება, – ინფორმაციას Reuters-იაქვეყნებს. გამოცემის ცნობით,  ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.უწყებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის წარმატებული კამპანიის ფონზე მიიღო, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ისრაელის ეკონომიკა და მოქალაქეები დამატებით სივრცეს მიიღებენ სუნთქვისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა, მაგრამ ასევე დასძინა, რომ სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, შეზღუდვების ხელახლა დაწესება შესაძლებელია.

ისრაელში, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით მიმდინარეობს, 50 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეების 92% ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია.

ქვეყანაში შაბათს კორონავირუსის მხოლოდ 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ისრაელში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 839 319 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 6 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები