2 2 : 4 9
 | 

მსოფლიო

თიბისი ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტს იწყებს

თიბისის ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტი იწყება. საუბრების პრემიერა 15 იანვარს, 11:00 საათზე, თიბისი ბიზნესისთვის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება.

პირველი ვიდეოსერიის სტუმრები „ტერმინალის“ დამფუძნებელი  - ჯინო დოლინი, „ჟუჟუნა ღვინოს“ თანადამფუძნებელი -  ვასკა ჩუბინიძე და „CONSULTIS“-ის დირექტორი -  ვატო ნამორაძე არიან. მოწვეულ სპიკერებს მოდერაციას და მასპინძლობას ჯონ უერდმანი, ამერიკელი მეღვინე გაუწევს, რომელიც 20-ზე წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და კახეთში მევენახეობას ეწევა. 

ბიზნესსაუბარი შეეხება შემდეგ თემებს: რა სირთულეები შეექმნა ბიზნესს პანდემიის პერიოდში, პოსტკოვიდური მომავალი ბიზნესისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა, ლოიალური მომხმარებლის შენარჩუნება და ზოგადად, ცვლილებები სამყაროში კოვიდის შემდეგ.     

თიბისი ბიზნესკლუბი დაარსების დღიდან ზრუნავს კლუბის წევრების სოციალიზაციაზე, მათი ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერასა და  განვითარებაზე. ასევე, უზრუნველყოფს კლუბის წევრების ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან. ბიზნესკლუბმა თავის წევრებს  უკვე შესთავაზა სხვადასხვა სახის სარგებელი მომსახურებებსა თუ პროდუქტებზე. უახლოს მომავალში, კლუბის წევრებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები, განახლებული კურსები, Q&A სესიები და სხვა საინტერესო შეთავაზებებია დაგეგმილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები