“ინაუგურაციის ლაივზე ქართველები განიხილავენ, როგორ...
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას ეხმაურება. „ლეიდი გაგას ვიდეოზე ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს რომ მღერის, ქართველები განიხილავენ, როგორ გასუქებულა. ითვლ...
|
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთვიანი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1992 წელს დაბადებული ე.კ., 1987 წელს დაბადებული მ.მ., 1985 წელს დაბადებული ლ.ვ., 1986 წელს დაბადებული ი.ი.,1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1994 წელს დაბადებული ნ.ა., 1998 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1973 წელს დაბადებული ლ.კ. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“, ასევე, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დააკავა, გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და “სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას ეხმაურება. „ლეიდი გაგას ვიდეოზე ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს რომ მღერის, ქართველები განიხილავენ, როგორ გასუქებულა. ითვლ...
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს. პროგრამა შეეხება პირებს, რომ...
საქართველოს ნატოს წევრობა სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს, ეს მხოლოდ საქართველოს და ალიანსის მოკავშირეების გადასაწყვეტია - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის ...
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომელსაც COVID-19 აქვს საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, სარქისიანის დაავადებამ მძიმე ფორმა მიიღო და მას მაღალი ტემპერატურა და ორმხ...
ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას არ დათანხმდა. ამის შესახებ Reuters წერს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის გაგზავნილ წერილში მაიკ პენსი აღნიშნავს,...
სან დიეგოს ზოოპარკში ორ გორილას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სავარაუდოდ, გორილების ინფიცირების წყარო ზოოპარკის თანამშრომელი იყო, რომელსაც დაავადების უსიმპტომო ფორმა ჰქონ...
Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ფეისბუქის და ინსტაგრამის ანგარიშებს მანამ არ აღადგენს, სანამ ძალაუფლება ოფიციალურად ახალ ადმინისტრაციას არ ჩაბარდება, რ...
აშშ-ის დედაქალაქში მასობრივ არეულობებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა რობერტ კორტნიმ განაცხადა. „კაპიტოლიუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცეცხლი ...
მათ კი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეს, თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასოდეს იმარჯვებს - აშშ-ის კონგრესის სხდომა ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა.&nb...
ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა მიიღო. მურიელ ბაუზერმა კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოქმე...
ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებში დავობენ – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას გმობს. „ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებ...
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამისერთი შემთხვევა უკვე დადასტურდა. როგორცგვითხრეს, მოძიებულია კონტაქტები და მისიგავრცელების ალბათობა&nbs...
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. „დღეს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების სწრა...
უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოში ეპიდსიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს. ინფექციურ დაავადებათა ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად მოწოდებებისა საზოგადოება სადღესასწაულო...
“განცხადება კავკასიურ პლატფორმაზე რუსეთის მიმართულების გაგრძელებაა “- გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ კავკასიური პლატფორმის თაობაზ...
იტალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. უკვე ცნობილია, რომ ახალი შტამით ინფიცირებული პაციენტი ბრიტანეთიდან რამდე...
სომხეთის პრემიერ-მინისტრს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის პრეს-მდივანი მანე გევორქიანი იტყობინება. 80 წლის ვოვა ფაშინიანის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. სხვა დეტალ...
ავღანეთში ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მოკლეს. „როიტერის" ინფორმაციით, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტი მალალაი მაივანდი ჯალალაბადში, მძღოლთან ერთად, მანქანაზე განხორციელებუ...
ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი 64 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Goal-ი იტყობინება. ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. როსი წლების მანძილზე „იუ...
იანვარი 2021 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები