1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული დღეა. მოსალოდნელია ტყუილი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება პარტნიორების მხრიდან. გამორიცხული არ არის პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებში. შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ბრაზი გვერდით მყოფ ადამიანზე იყაროთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ამისგან. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

კურო

სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, მაგრამ უაზროდ არ უნდა გარისკოთ. სრულიად მოულოდნელად, ფული შეიძლება ისეთი ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებიც თქვენს სამსახურს არ უკავშირდებიან. შესაძლოა, სამსახურში რაღაც არ გაკმაყოფილებთ, მაგრამ წამოსვლას ნუ იჩქარებთ. ცოტაც მოითმინეთ, იღბალი დიდხანს არ გალოდინებთ.

ტყუპები

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაგეგმად. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის შესამჩნევი გაუმჯობესება, მაგრამ დაუფიქრებელმა ქცევამ შეიძლება ძალიან გაზარალოთ. არაკეთილგანწყობილი ადამიანების მხრიდან მაქინაციებია მოსალოდნელი. კომუნიკაციის დროს თავშეკავება და ტაქტი გამოიჩინეთ.

კირჩხიბი

ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა უცვლელია. ნუ გარისკავთ, ერიდეთ ბიზნეს და კომერციულ საქმიანობას – ეს თქვენი ძლიერი მხარე არ არის. შეიძლება სამსახურით უკმაყოფილო ხართ, მაგრამ მოთმინება გამოიჩინე და მალე ვითარება თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება.

ლომი

ეცადეთ, ეს დღე სიმშვიდეში გაატაროთ და ყურადღება ზნეობრივ საკითხებზე გაამახვილოთ. სხვა ადამიანების ამბიციებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ – დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. შემოქმედი ადამიანები საკუთარი ნიჭის ეფექტურად გამოვლენას და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებენ.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში წარმატება გელით. უბრალოდ, ეცადეთ, ისეთ საქმეს ხელი არ მოჰკიდოთ, რომელშიც კარგად არ ერკვევით. ნუ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს. დღის მეორე ნახევარში ზედმეტმა აქტიურობა პრობლემებს გამოიწვევს. შესაძლოა, შურიანმა ადამიანმა თქვენთვის ხაფანგის დაგება სცადოს. გამოიჩინეთ თანდაყოლილი კეთილშობილება და შურისძიების ცდუნებას ნუ აჰყვებით. ამით სხვების თვალში კიდევ უფრო დაფასდებით.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებთ, წარმატებით განხორციელდება. მეორე ნახევარი თქვენით იამაყებს, რადგან ძალიან სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ გვერდით ნიჭიერი ადამიანი გყავს. თქვენ კი შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანს უამრავი სასიამოვნო წუთი აჩუქოთ. ისწავლეთ, ბედნიერი იყოთ იმით, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.

მორიელი

ყველა თვალსაზრისით უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. განსაკუთრებული ყურადღება საბუთებთან მუშაობას მიაქციეთ. ნუ ენდობით ინფორმაციას, რომელსაც მიიღებთ. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები და თავდასხმები. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დღის მეორე ნახევარი ბუნებაში გაატარეთ. ეს სტრესისგან გაგათავისუფლებთ. იზრუნეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

მშვილდოსანი

ვარსკვლავების განლაგება საქმისთვის ჯერ კიდევ არახელსაყრელია. სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ასე რომ, ნებისმიერ საქმეში, პირველ რიგში, სარგებელზე იფიქრეთ. ახალი ნაცნობები პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატებას მოგიტანენ. ამ დღეს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული ამოცანის გადაჭრა შეგიძლიათ, მაგრამ პირად ურთიერთობებში ნერვიულობა გელით.

თხის რქა

შესანიშნავი დღეა კარიერული წინსვლისა და მატერიალური პრობლემების გადაჭრისთვის. განსაკუთრებული წარმატება შემოქმედებითი პროფესიის თხის რქებს ელით. გამოავლინეთ თქვენთვის დამახასიათებელი წინდახედულება და პრაგმატიზმი და საქმის რეალურ შედეგებს მიიღებთ. ამ დღეს დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება.

მერწყული

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ნერვული სტრესი. არასასურველია მძიმე ფიზიკური შრომა. ერიდეთ მწვავე დისკუსიებს. აკონტოლეთ საკუთარი სიტყვები და მოქმედებები. დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად თამამი გადაწყვეტილებები გჭირდებათ. სრულფასოვან დასვენებას მხოლოდ საყვარელი საქმის კეთებით ან ბავშვებთან ურთიერთობით შეძლებთ.

თევზი

ეს დღე სიყვარულისა და ურთიერთგაგებისკენ განგაწყობთ. უარს ნუ იტყვით სხვების დახმარებაზე. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, მსუბუქი ფორმით გამოვლინდება. ამის მიუხედავად, პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები მაინც საჭიროა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...