1 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მე, რაც ვნახე ჩემი თვალით, ღებში და პატარა ღებში, შესაძლოა, დაგვჭირდეს გასახლება, რადგან რისკის ზონაში არიან"

 გიორგი გახარიას თქმით, შესაძლოა, ღებში და პატარა ღებში მოსახლეობის გასახლება დაიწყოს.

„მე, რაც ვნახე ჩემი თვალით, ღებში და პატარა ღებში, შესაძლოა, დაგვჭირდეს გასახლება, რადგან რისკის ზონაში არიან. როგორც კი გზა გაიხსნება, შესაბამისი სამსახურები, გეოლოგები, ამოვლენ ყველა ამ სოფელში და შეისწავლიან, როგორც ნიადაგს, ასევე ღვარცოფულ ქანებს. იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ჩვენი არცერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს. ეს არის დღეს, სამწუხაროდ, ამ სტიქიის შედეგები. რაღაც დროს დავკარგავთ.

მოგეხსენებათ, ტურისტული თვალსაზრისით შოვში ძალიან ბევრი სტუმარია. 1 თვის განმავლობაში შოვში, შესაძლოა, კავშირგაბმულობა ნორმალური გზით პრობლემური იყოს, ამიტომ თითოეულ ოჯახურ სასტუმროს მივეხმარებით იმისთვის, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ. აქ იქნება სრული ყურადღება“, -განაცხადა გიორგი გახარიამ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები