0 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შვედეთში მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანი გაიხსნა, სადაც დღეში მხოლოდ 1 სტუმარს ემსახურებიან

შვედეთში წყვილმა მსოფლიოში ყველაზე პატარა რესტორანი გახსნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება

ტელეარხის ინფორმაციით, რასმუს პერსონის და ლინდა კარლსონის რესტორანი ვერმლანდში, სტოკჰოლმიდან 350 კილომეტრშია განლაგებული. რესტორანი მინდორში მოთავსებულ მაგიდას და 1 სკამს წარმოადგენს. მთავარი, რასაც რასმუსი და ლინდა სტუმრებს სთავაზობენ ის არის, რომ მათ სხვებთან კონტაქტი არ მოუწევთ და ჭამას მშვიდად მოახერხებენ. მათი თქმით, ეს ინდივიდუალური გამოცდილება, რომლითაც ადამიანი მარტო უნდა დატკბეს.

რესტორანში ოფიციანტი არ არის. დღეში აქ მხოლოდ 1 სტუმარს მასპინძლობენ და მხოლოდ 1 კერძით უმასპინძლდებიან. რასმუსი და ლინდა ამბობენ, რომ ებრძვიან იმ უსიამოვნო გრძნობას, როცა ადამიანს წამის დროს ვიღაც უყურებს.

რესტორანი მხოლოდ 1-ელ აგვისტომდე იმუშავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები