0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“16-ის გახდებოდი დღეს… მაპატიე რა… მაგრამ აღარ ხარ და რას მაპატიებ…”

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, ის გარდაცვლილ შვილზე ლენო გვარჯალაძეზე წერს

“ეს დღეც დადგა… დღე რომელმაც მთლიანად შეცვალა, წაღმა-უკუღმა ატრიალა ჩემი ცხოვრება. მე დავესწარი შენს დაბადებას, მეც ვიჭინთებოდი ინსტიქტურად დედაშენთან ერთად. ჯერ ვინერვიულე, მერე შენს პირველ ამოსუნთქვასთან ერთად მეც ამოვისუნთქე. ამ დღეს ვნახე როგორ მოევლინა ქვეყანას ჩემი სისხლი და ხორცი, ულამაზესი Lenø, რომელმაც ჯერ გამაბედნიერა და მერე გამაუბედურა სამუდამოდ.16-ის გახდებოდი დღეს.

მე დაგაღალატე, ვერ დაგიცავი, ახლა სხვებს ვიცავ, სრულიად უცხოებს, არავის ვტოვებ უყურადღებოდ. თუმცა უკვე გვიანია.

მაპატიე რა… მაგრამ აღარ ხარ და რას მაპატიებ. მე ვცდილობ ვიყო და შენი სახელი დავაწერო ამ გალაქტიკას, რომელიც შენ ასე ძაან გხიბლავდა” – წერს გიორგი გვარკჯალაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები