0 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მე ჩინელი ბუღალტერი არ ვარ, არ ვიცი შეამცირა თუ არ ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა - დონალდ ტრამპი

არ ვიცი შეამცირა თუ არა კორონავირუსის სტატისტიკა. მე ჩინელი ბუღალტერი არ ვარ - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა შეკითხვას , რომელიც ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას ეხებოდა.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და ერთობლივი ძალებით მუშაობენ ვირუსის დასამარცხებლად.

"რთული დღეები წინ გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ერი შეშინდება. ჩვენ ამ ომში გავიმარჯვებთ. რაც შეეხება, ჩინეთს. ცც. ვესაუბრე ჩინეთის პრეზიდენტს, ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ვირუსის შესაჩერებლად," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 იზრდება სიკვდილიანობის და ინფიცირების სტატისტიკა შეერთებულ შტატებში. აქ ბოლო 24 საათში "კოვიდ-19"-მა ათასზე მეტი ამერიკელი იმსხვერპლა. შტატებში საერთო ჯამში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 215 ათას გადასცდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები