2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მადლობას ვუხდი ქართველ ექიმებს, მესაზღვრეებს, პოლიციას პროფესიონალიზმისთვის”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც კორონავირსუთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და საზოგადოებას მთავრობისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს:

 

„დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლებისა და დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, დავრჩეთ შინ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.

რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიური ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი.

მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს, მესაზღვრეებს, პოლიციას და უამრავ სხვა საჯარო მოხელეს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის.

თუ თქვენ მიგითითეს თვითზოლაციაში ან კარანტინში ყოფნა მოგზაურობის ისტორიის ან დაავადებულთან კონტაქტის გამო, ანდა იმის გამო, რომ თქვენს სამეზობლოში ან თემში აღინიშნება ვირუსის გავრცელება, გთხოვთ, მოიქცეთ სწორად და დაემორჩილოთ მითითებებს. თუნდაც ჯანმრთელად გრძნობდეთ თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეასრულოთ ეს მითითებები, რათა დავიცვათ ჩვენი ახლობლები და საზოგადოების წევრები.

მე მოგიწოდებთ, შეასრულოთ საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციები და შეზღუდვები. თუ შესაძლებელია, იმუშავეთ სახლიდან, დარჩით სახლში თუ რაიმე გადაუდებელი საქმე არ გაქვთ. თუ გიწევთ გარეთ გასვლა, დაიცავით ორი მეტრის დისტანცია სხვა ადამიანებთან და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ხშირად და საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები. ეს სიფრთხილის ერთ-ერთი საუკეთესო ზომაა.

საგანგებო ვითარების პირობებში შევზღუდეთ საელჩოს ფუნქციონირება, საელჩომ შეწყვიტა ვიზიტორების მიღება. ვახორციელებთ მხოლოდ გადაუდებელ სავიზო გასაუბრებებსა და ამერიკის მოქალაქეთა მომსახურებას. ეს სერიოზული ნაბიჯებია და ემსახურება ვირუსის გავრცელების შეკავებას.

გვსურს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შევამციროთ დაინფიცირების შანსები, რაც შეუმსუბუქებს ტვირთს ამ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს და სხვებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად გვეხმარებიან ჩვენ.

მოვუწოდებ საქართველოში მყოფ ამერიკის ყველა მოქალაქეს, დაემორჩილოს საქართველოს მთავრობისა და სამედიცინო ექსპერტების მითითებებს. ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა გაუქმებული ფრენებისა და მგზავრობებზე შეზღუდვის გამო. მესმის, რომ თქვენ შეიძლება, ცდილობდეთ ამერიკაში, საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენი საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელიც მსგავს სიტუაციაშია. გარწმუნებთ, რომ ჩემი გუნდი და მე ყველაფერს ვაკეთებთ, ვაშინგტონთან კოორდინირებულად, რათა გამოვძებნოთ თქვენი დახმარების გზები. გთხოვთ, დარჩით ჩვენთან კონტაქტზე, გვაცნობეთ რა გჭირდებათ და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ. მანა,დე გახსოვდეთ, ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით ამ ვითარებაში და აუცილებლად გავუმკლავდებით მას, თუ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით და ვიზრუნებთ სხვებზე. მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ, საქართველოს მთავრობის რჩევები და მითითებები და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას. დარჩი შინ”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...