0 8 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საქართველოს უამრავი მოქალაქე დარჩენილია ფულის გარეშე, მე რომ ვყოფილიყავი დღეს უფასოდ გავუგზავნიდი თვითმფრინავებს” - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მიმართავს და წერს:

"საქართველოს ხელისუფლებას მინდა მივმართო!

სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში გაჭედილია მრავალი ასეული საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აიღეს ბოლო დარჩენილი ფულით ბილეთები.
ეს ხდება ვენაში, ეს ხდება ამსტერდამში, ეს ხდება იტალიაში, ეს ხდება გერმანიაში და მათ ქონდათ იმედი, რომ საქართველოს ავიახაზები მათ მიერ აღებული ძვირი ბილეთებით ჩამოიყვანდა მათ და საკუთარ სახლებში დააბრუნებდა.
თქვენმა ხელისუფლებამ გუშინ აკრძალა ამ რეისების შესრულება!
საქართველოს უამრავი მოქალაქე დარჩენილია ფულის გარეშე, სამედიცინო დაზღვევის გარეშე, დოკუმენტების გარეშე, ძალიან ბევრ ქვეყანაში.
მე რომ ვყოფილიყავი დღეს უფასოდ გავუგზავნიდი ამ თვითმფრინავებს - არაერთხელ გამიკეთებია ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს!
მოგიწოდებთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გთხოვთ შემოუშვათ საქართველოს მოქალაქეები და უზრუნველყოთ მათი დაბრუნება საკუთარ სამშობლოში - შეწყვიტეთ საბოტირება რეისების შესრულების!
ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...