0 5 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დალაი ლამა კარანტინში იმყოფება

ბუდისტების სულიერი ლიდერი დალაი ლამა კარანტინში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და მონგოლეთში მისმა წარმომადგენელმა, უმაღლესმა ლამამ ტელო ტულკუ რინპოჩემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ზომები მისი უსაფრთხოებისთვის არის მიღებული.როგორც ცნობილია, 2020 წლის იანვრიდან ყველა ღონისძიება, სადაც დალაი ლამას მონაწილეობა უნდა მიეღო გადადებული ან გაუქმებულია.

ბუდისტების ლიდერი 84 წლისაა. ლჰამო დხონდრუბი (შემდგომში ტენზინ გიაცო), 1935 წლის 6 ივლისს ტიბეტის სოფელ ტაკცერში დაიბადა, 1937 წელს იგი დალაი ლამა XIII-ის (გარდ. 1933 წელს) რეინკარნაციად 1937 წელს აღიარეს, ხოლო 1940 წელს ტახტზე აიყვანეს და დალაი ლამა XIV-ის ტიტული ოფიციალურად მიანიჭეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები