0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამირან გამყრელიძის ბრიფინგი - კორონავირუსის ინფექციაზე დღეს კიდევ 100-მდე ნიმუში გაიტესტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს კორონავირუსის ინფექციაზე დაახლოებით 100-მდე ნიმუში გაიტესტება. როგორც მან განაცხადა, 30 იანვრიდან დღემდე 1073 შესაძლო შემთხვევაზეა ტესტი ჩატარებული, მათგან 43 კი ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა. მისივე თქმით, შემთხვევათა უმეტესობა არის იმპორტირებული. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკარანტინე ზონებში არის 1575 ადამიანი მოთავსებული, თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191, თვითიზოლაციაში კი რჩება 1781 ადამიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები