0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით – ჯანმოს გენერალური დირექტორი

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება , – ამ ფრაზით მსოფლიოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე მიმართა.

„COVID 19-ის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა…  ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით და ის უშველებელი ტვირთი, რომლის ქვეშ იმყოფებით. ჯანმო ყოველდღიურად ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრებს, სახელმწიფოების მეთაურებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, საავადმყოფოების მენეჯერებს, ინდუსტრიის ლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს და სხვებს, რათა მათ დაეხმაროს მომზადებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებაზე ეს გავლენას არ მოახდენს, მოემზადეთ ისე, თითქოს – მოახდენს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც მსოფლიოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შეუძლია.

„თუმცა, ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც ყველა ქვეყანას შეუძლია: სპორტული ღონისძიებების, კონცერტების და თავშეყრის სხვა ტიპების გაუქმება. რამაც შეიძლება ხელი ვირუსის გავრცელების შენელებას შეუწყოს, შესაძლოა, ეპიდემიები მართვადი გახადოს. თუმცა, ეპიდემიის კონტროლისა და მართვისთვის შემოწმებები, მკურნალობა და კონტაქტების დადგენა ყველა ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის ხერხემალი უნდა იყოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები