0 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ლუკაშენკომ წამოიწყო ინტეგრაცია, რომელიც შესაძლოა, ბელორუსის ანექსიით დასრულდეს"- რა ხდება მეზობელ სახელმწიფოში?

მოულოდნელი ცვლილებები ბელორუსში

7 დეკემბრის მოლაპარაკებები სოჭში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მორიგი რაუნდი პეტერბურგში გაიმართება.  რა ხდება და რით  დასრულდება ეს მოლაპარაკება ბელორუსისთვის ?

20 დეკემბერს,  სანკტ-პეტერბურგში,  ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო  შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ეს უკვე რიგით მეორე შეხვედრაა ორ კვირაში.

ბელორუსის ოპოზიცია დარწმუნებულია: ლუკაშენკომ წამოიწყო ინტეგრაცია, რომელიც შეიძლება დასრულდეს ბელორუსის ანექსიით. რა ხდება მეზობელ სახელმწიფოში:დაახლოებით ერთი წელია, რაც პუტინი და ლუკაშენკო განიხილავენ ბელორუსის და რუსეთის ინტეგრაციისთვის საჭირო „გზების რუქებს“,სოჭი კი, ახალი ეტაპია.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს 1999 წლის  კავშირის სახელმწიფო ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო გაერთიანებას. ზაფხულში, ბელორუსის ეკონომიკის მინისტრმა,  დიმიტრი კრუტოიმ  განაცხადა, რომ თითქმის ყველა საკითხზე 80% -იან შეთანხმებას მიაღწიეს.

თავად ლუკაშენკო არ აკეთებს კომენტარს მოლაპარაკებების შედეგების შესახებ.

პრეზიდენტები იმდენად ვერ შეთანხმდნენ, რომ პრესასთან, სტანდარტული ფრაზებიც არ გაუხმოვანებიათ - აცხადებს  ანდრეი ეგოროვი, ევროპული ტრანსფორმაციის ცენტრის ანალიტიკოსი.

დოკუმენტების შინაარსი საიდუმლოდ რჩება, - ამის შესახებ   სანიკოვი საუბრობს . ”ჩვენ შეგვიძლია დამაჯერებლად დავასახელოთ მათი მოლაპარაკებების თემები, რადგან მათი შინაარსი უკვე მრავალი წელია , რაც არ შეცვლილა. ლუკაშენკო ფულს ითხოვდა, პუტინმა კი დააწესა პირობები მათი მიღების, ეკონომიკური და პოლიტიკური, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს კიდევ უფრო გააკონტროლოს ბელორუსია,” - აღნიშნა სანიკოვმა.

რას სურს პუტინს ბელარუსისგან

ბელორუსის ეკონომიკა ძალიან მჭიდრო კავშირშია რუსეთთან და ეს პუტინს საშუალებას აძლევს, ლიდერის პოზიციაში იყოს.

”არავინ გვაწვდის ზუსტ მონაცემებს, მაგრამ სხვადასხვა შეფასებით, ყოველწლიურად, ლუკაშენკო კრემლისგან იღებს დაახლოებით 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე . პირდაპირი სესხების სახით, ბანკების მეშვეობით ,  ნავთობის  გადასახადის ფასდაკლების და  ნავთობპროდუქტების ექსპორტის ნებართვების სახით,”- აცხადებს რუსი ეკონომისტი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, სერგეი ალექსანდენკო.

ახლა ბელორუსია  აწარმოებს გარიგებას იმის თაობაზე, რომ ანაზღაურდეს ნავთობის სექტორში რუსეთის საგადასახადო მანევრის შედეგები და გაზის ფასი გადაიხადოს 70 აშშ დოლარი, ნაცვლად 127 დოლარისა, როგორც ეს გასულ წელს გადაიხადა .

„რამდენიმე წლის განმავლობაში პუტინის სტრატეგია არ შეცვლილა: რთული ეკონომიკური ვითარების გამოყენება ბელორუსში სტრატეგიული საკუთრების მოსაპოვებლად,“ - აცხადებს სანიკოვი

„რუსეთში ბელტრანსგაზის ყიდვის ისტორია 2011 წელს ყველაზე საპატიო მაგალითია. ალბათ ამჯერად პუტინი დაჟინებით მოითხოვს ბელორუსკის შეძენას, როგორც ბელორუსის შემდგომი სუბსიდირების პირობას. საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს ბელორუსის შთანთქმა. ”მაგრამ, სავარაუდოდ, კრემლი ამისთვის  დაელოდება შესაბამის  მომენტს , რათა  ხმაურიანი საერთაშორისო რეაქციები არ გამოიწვიოს . ალბათ, რუსეთი ასევე აწარმოებს მსგავს მოლაპარაკებებს დასავლეთთან, კრემლისთვის ერთგული ლიდერების პირისპირ”, - თქვა მან.

შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ლუკაშენკო პუტინს „ცხვირით“ მიჰყავს, სანიკოვის თქმით, ”ლუკაშენკო სრულად უჭერს მხარს პუტინს, აძლევს ბელორუსის ტერიტორიას რუსული სამხედრო მზადებისთვის, აკმაყოფილებს პუტინის ყველა მითითებას საერთაშორისო ასპარეზზე და, შესაბამისად, კრემლისგან ს მოითხოვს, რომ კიდევ უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს მისი მომსახურებისთვის.”

წყარო: https://www.liga.net/politics/articles

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...