0 1 : 0 5
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა

7 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შექმნილი,  თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO სრული დატვირთვით ამუშავდა.  აღნიშნული ხელსაწყო, რომელიც მორგებულია ბიზნესის საჭიროებებზე, მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას  და ეხმარება მათ უკეთ მართვასა და განვითარებაში. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორებისთვის იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც მათ ქონდათ, რომ უკეთ ემართათ და განევითარებინათ საკუთარი ბიზნესი. სწორედ ამიტომ, ჩავატარეთ კვლევა, შევისწავლეთ არსებული პროგრამები და შევქმენით სრულიად  ახალი, დახვეწილი, ჩვენი პარტნიორების ინტერესებზე მორგებული პროგრამა - OPTIMO, თავისივე მოწყობილობით“,-განაცხადა OPTIMO-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ფოფხაძემ.

OPTIMO მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს თავისი პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ. 

OPTIMO-ს აქვს დახვეწილი მოლარის სივრცე, სადაც ანგარიშსწორება სწრაფი და მარტივია. სივრცეში მოლარეს აქვს შესაძლებლობა, მოძებნოს პროდუქტი სხვადასხვა კომპონენტით (ფოტო, შტრიხკოდი, დასახელება, კატეგორია) და ასევე დაადასტუროს ან  მიიღოს წინასწარ დარეგისტრირებული შეკვეთები.

OPTIMO საჭირო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ზომის ბიზნესითვის, აწვდის მათ ინფორმაციას და რჩევებს, როგორ გახადონ თავიანთი ბიზნესი წარმატებული, რაც პირდაპირპროპორციულია  OPTIMO-ს წარმატებასთან. 

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე - www.optimo.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...