0 4 : 2 9
 | 

მსოფლიო

საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების თემაზე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ

საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი დღეს ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე ერთობლივ წერილობით განცხადებას გაავრცელებენ.

მიმართვის შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნებას, ასევე საქართველოსა და უკრაინის მიმართ კრემლიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.

აღნიშნული ხუთი ქვეყანა რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების აღდგენას ეწინააღმდეგება და მიაჩნიათ, რომ რუსეთის გარიცხვის საფუძველი კვლავ უცვლელი რჩება.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. მისივე განმარტებით, საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციებმა გამოიყენეს პოლიტიკური ჟესტი და პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველ სესიას არ დაესწრნენ. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები ორგანიზაციის დატოვებას არ აპირებენ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ადრეც ჰქონდა პრინციპული პოზიცია დაფიქსირებული რამდენიმე ქვეყნის დელეგაციასთან ერთად. ვინაიდან ახლა არის პირველი სესია მას შემდეგ, რაც რუსეთი დაბრუნდა საპარლამენტო ასამბლეაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიცია და პროტესტი სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად ისმოდეს. ეს არის პოლიტიკური ჟესტი და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ მიგვაჩნია – ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, არ ეფუძნებოდა ლოგიკურ წინაპირობებს, რადგან ის მიზეზები, რის გამოც რუსეთს შეუჩერდა ხმის უფლება, არ არის მოხსნილი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ პირველ სესიაზე, რომელსაც გარკვეული საზეიმო დატვირთვა აქვს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დელეგაციები პროტესტისა და უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად არ დაესწრებიან. 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, მიმდინარე წელს კი რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმათა უმრავლესობით დაბრუნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:06

    50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს – კომპანიის საა...

    50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს – კომპანიის შოკისმომგვრელი საახალწლო სიურპრიზი.ამე­რი­კა­ში, მე­რი­ლენ­დის შტატ­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ სა­ა­ხალ­წლოდ თა­ნამ­შრომ­ლე­ბ...

  • 17:03

    ვოკალისტი მარი ფრედრიქსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვ...

    61 წლის ასაკში, "როქსეტი" მარი ფრედრიქსონი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი 17 წლიანი ბრძოლა გადა  კიბოსთან. "მარი ფრედიქსონს მისი ქმარი და ორი შ...

  • 14:30

    მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა...

    მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ის ევროპაში იმყოფებოდა. მედიის ცნობით, ლუჟკოვს მიუნხენში გულის ოპერაცია უტარდებოდა, რა დროსაც გარდაიცვალა....

  • 10:26

    "ამერიკის სული" ანათებს! გიზიარებთ, რომ ყველამ გან...

    "ამერიკის სული" ანათებს! მოხარული ვარ, რომ ამ ლამაზ ექსპონატს გიზიარებთ, რომ ყველამ ნახოს და განიცადოს ეს სილამაზე  საშობაო სეზონისთვის!" – წერს მელანია ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში და ვიდ...

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...