0 5 : 0 5
 | 

მსოფლიო

უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე - ტრაგედიის ადგილზე მაშველები კიდევ ერთ ახალგაზრდას ეძებენ

ავტოკატასტროფას თუშეთის გზაზე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის შაბალაიძეების ოჯახის სამი წევრი. ამ დრომდე, ტრაგედიის ადგილზე მაშველები კიდევ ერთ ახალგაზრდას ეძებენ. გარდაცვლილებს შორის არის არასრულწლოვანიც. მგზავრებით სავსე სატვირთო ავტომობილი დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ქვემოალვანიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლი ზაურ გიგოიძე თანასოფლელებთან ერთად, თუშეთში დღესასწაულზე მიდიოდა, რა დროსაც გავრცელებული ინფორმაციით, გზის და ავტომობილის გაუმართაობის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში ჩავარდა. გარდაცვლილებს შორის არის მძღოლიც.

სამაშველო ოპერაცია თუშეთის გზაზე გუშინ საღამოდან მიმდინარეობდა. რთული პერიმეტრის გამო, მაშველები ცხედრების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო.

უმძიმეს ავტოკატასტროფას 5 ადამიანი გადაურჩა ისინი ვინც სატვირთო ავტომობილიდან გადმოხტომა მოასწრო. მათგან 2 გუშინ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...