1 9 : 4 0
 | 

მსოფლიო

სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ამბიცია ევროკავშირის წევრობაა და საქართველო არასდროს აარიდებს თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.
 

"მოგესალმებით საქართველოში რიგით მე-16 კონფერენციაზე სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა". აღნიშნული კონფერენცია განახლებულ მნიშვნელობას იძენს გამორჩეულად მაღალი დონის წარმომადგენლობის გამო, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს. 

თუმცა, ასევე იმიტომაც რომ ის ევროკავშირისა და საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს ტარდება - პარტნიორობის წარმატებული ათწლეულის შემდეგ, დრო მოვიდა ჩვენს ურთიერთობაში ახალი მიმართულება დავსახოთ.

მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი. ქვეყანა, რომლის კულტურა და ცივილიზაცია მკაფიოდ ევროპულია: მედეას სამშობლო უძველეს მითოლოგიაში; ღვინის წარმოების აკვანი; ქრისტიანი ერი ახ. წ. მე-4 საუკუნიდან. ქვეყანა, რომელმაც დასაბამი მისცა ქალთა უფლებებს ახ. წ. მე-12 საუკუნეში ქალი მეფის მმართველობით და 1918 წლის პირველ საპარლამენტო არჩევნებში ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებით. 

ბუნებრივია, რომ ქვეყანას ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ისტორია ევროპულია.

ჩვენი პოლიტიკა ევროპულია: ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ეს მხარდაჭერა ურყევია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ცვლილებებისა და ევროსკეპტიციზმის გარეშე. 

ევროპაში გავრცელებულ ახლანდელ კონტექსტში, საქართველო გახდა ერთგვარი გამონაკლისი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ენთუზიასტი ქომაგი. 

შიდაგანსხვავებულობით, თუ ესეთი არსებობს, ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია იზიარებს და მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ეს მტკიცე სწრაფვა გამოიხატა ჩვენს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც გასულ წელს მივიღეთ.

1990 წლიდან საქართველოს ბევრი რთული პერიოდი ჰქონდა. საბჭოთა 70 წლიანი ბატონობა,  სახელმწიფოს აღმშენებლობა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ძალების აღდგენა 2008 წლის ომის შედეგად, რამაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ღია ჭრილობით ცხოვრება განაპირობა.

დემოკრატიის თანმიმდევრულ შექმნასთან ასოცირებული გამოწვევების გადალახვა. 

ჯერ კიდევ სირთულეების პერიოდში, ერთი მახასიათებელი შეუცვლელი რჩება: ჩვენი ურყევი თავდადება კვლავ შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე თქვენი დახმარებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თხუთმეტი წლის წინ, ჩვენ შევუერთდით ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას. ათი წლის წინ, ჩვენ გავხდით აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი. ხუთი წლის წინ, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. 

ახლა კი, როგორც არასდროს, მჭიდრო კავშირებით ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და მთავარი ეკონომიკის დახმარებით ვაჭრობითა და ინტეგრაციით. ევროკავშირთან, როგორც ჩვენს უპირველეს სავაჭრო პარტნიორთან, ურთიერთობით ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყოველწლიურად იზრდება და მან გადაასწრო თურქეთსა და რუსეთს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:50

    5.4 მილიონ ფუნტად შეფასებულ სასახლე - პრინცი ჰარი ...

    პრინც ჰარის და მეგან მარკლი სულ მალე საცხოვრებლად შტატებში გადავლენ. წყვილი სავარაუდოდ, 5.4 მილიონ ფუნტად შეფასებულ სასახლეში იცხოვრებს. სასახლე, რომელიც მალიბუში მდებარეობს, პეტრა მეინორის სახე...

  • 13:57

    კანადაში მასშტაბურ ავტოკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვ...

    კანადაში მასშტაბური ავტოკატასტროფა მოხდა, 200- მდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა,  დაიღუპა 2 ადამიანი, 69 კი დაშავდა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი მონრეალში მოხდა . ...

  • 16:56

    ელტონ ჯონმა კონცერტზე ხმა დაკარგა...

    ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში თავის კონცერტზე ხმა დაკარგა „ძალიან მინდოდა თქვენთვის საუკეთესო წარმოდგენა მომეწყო. ვმღეროდი და ვუკრავდი, სანამ ხმა უბრალოდ არ გამიქრა. ძალიან იმედგაცრ...

  • 16:36

    პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა...

    ლე­გენ­და­რული ბრა­ზი­ლი­ელი ფეხ­ბურ­თელის, პე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარება გაუარესდა, მას სი­ა­რუ­ლი აღარ შე­უძ­ლია და მძი­მე დეპ­რე­სიაშია.მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა დ...

  • 15:20

    ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისთვის სასჯელი გა...

    შვეიცარიაში ჰომოფობიის წინააღმდეგ  სასჯერლი გამკაცრდა,  ჩატარდა რეფერენდუმი, მოსახლეობამ ამ გზით მხარი დაუჭირა  ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის  სასჯელის გამკაცრებას. საკანონმ...

  • 23:34

    ექიმი, რომელმაც კორონა ვირუსის შესახებ მსოფლიო პირ...

    ჩინელი ექიმი, ლი ვენლიანი, რომელიც საზოგადოებას კორონა ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში აფრთხილებდა კორონა ვირუსით გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.შეგახსენებთ, რომ ექიმმა სოცია...

  • 12:32

    23 წლის გოგონა, რომელიც პრინცესა დაიანას ასლია, Th...

    2020 წლის დეკემბერში პოპულარული სერიალის, The Crown-ის მეოთხე სეზონი გამოვა.  ლედი დის როლის შემსრულებელმა მსახიობმა დიდი ინტერსი გამოიწვია, როგორც ფოტოებიდან ჩანს, ის ძალიან ჰგავს პრინცესას. პრ...