0 9 : 3 7
 | 

მსოფლიო

სააკაშვილი უკრაინაში დღეს ჩავა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

" დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, კიევში, სადაც ვსწავლობდი, კიევში, სადაც ვმსახურობდი არმიაში; კიევში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ. რა თქმა უნდა, კიევში ვბრუნდები, მაგრამ ჩემი ყველა ფიქრი უკრაინაზე და საქართველოზეც არის, რა თქმა უნდა. მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა გუშინ დაუბრუნა.

  

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები