0 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,კირკიტაძეზე რომ დუმდით, იმიტომ მივიღეთ დღეს არა მარტო კუპრავა, არამედ ხაზარაძე და ჯაფარიძეც.. შერჩევითი ხმაურის შედეგია, თქვენი შერჩევითი ხმაურის, ძვირფასო პრანჭია საზოგადოებავ"

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ასე ღერა-ღერად ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას ციხეში რომ გაისტუმრებ, არასამთავრობო სექტორი წესით კი უნდა ხმაურობდეს ამ თემაზე.

ფორმალურად სამართლებრივი საფუძველი რომ არსებობს, ეს აბსურდი არ შეიძლება ფარად აიფარო. არ შეიძლება პანღურის გამო აქტიური ოპოზიციონერის დაპატიმრებაში პოლიტიკური დევნა ვერ დაინახო. ყველა ტოტალიტარული რეჟიმი პოლიტპატიმრების ციხეში გამოსაკეტად ყოველთვის პოულობს ფორმალურ სამართლებრივ საფუძველს და მომავალშიც საქართველოს რეპრესიული რეჟიმი იპოვის მორიგ კირკიტაძეს, რომელიც პოლიციელს გაექაჩა და ამ საბაბით კიდევ შეამცირებს აქტიური და მწვავე ოპოზიციის რიგებს.

ბოლობოლო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროცესების პოლიტიკური სტერილიზაცია და მშრალი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მოქმედება მხოლოდ კვებავს, აძლიერებს და ახანგრძლივებს ოლიგარქიულ დიქტატურას.

ბოლობოლო უნდა ვაღიაროთ საკუთარ თავთანაც და ერთმანეთთანაც: наступает диктатура! (c) ე. შევარდნაძე

ps კირკიტაძეზე რომ დუმდით, იმიტომ მივიღეთ დღეს არა მარტო კუპრავა, არამედ ხაზარაძე და ჯაფარიძეც. დიახ, ზუსტად ასეა. შერჩევითი ხმაურის შედეგია, თქვენი შერჩევითი ხმაურის, ძვირფასო პრანჭია საზოგადოებავ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები