0 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბანკი გვირაბის გამოყენებით გაძარცვა

ჩამოტვირთვა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 27 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.

დაკავებული წარმოშობით ქართველი, ბელგიის მოქალაქეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანტვერპენის პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვისა და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბების საქმის გამოძიება გრძელდება.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ბანკის ძარცვაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.

ანტვერპენში ბანკ „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის“ ფილიალის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა  შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს.

ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ,  რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან. ასევე უცნობია,  რამდენი საცავია გატეხილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები