1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

29 წლის გოგონა, რომელიც გაცნობის აპლიკაციით მილიარდერი გახდა

„ონლაინ“ სივრცემ, რასაკვირველია, ცხოვრება გაამარტივა და ეს შეეხო ადამიანების პირად ცხოვრებასაც. თუ აქამდე სასიყვარულო და არა მხოლოდ სასიყვარულო ამბები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იწყებოდა, ახლა, ხშირად, მათი დაწყებისა და განვითარების საფუძველი სოციალური ქსელები და გაცნობითი აპლიკაციები ხდება.

საერთაშორისო ბრენდად ქცეული გაცნობითი პლატფორმა, სახელად „Bumble“ სწორედ 29 წლის ქალბატონმა , ვიტნი ვულფმა დააფუძნა გზა, რომელმაც ვიტნი კომპანია BUMBLE-ის შექმნამდე მიიყვანა,სრულიად დაუგეგმავი იყო. 

ვიტნი ვულფის კარიერული აღმასვლა იწყება 22 წლის ასაკიდან. ამ პერიოდში შეუერთდა Hatch Lab-ს(ფრედ ჰაჩინსონის კიბოს კვლევითი ცენტრი). 


მალევე იგი ჩაერთო ახალ სტარტაპში, სახელად Cardify, რომელსაც მართავდა შონ რედი. თუმცა, ცოტა ხანში ეს სტარტაპი დახურეს. 2012 წელს ვულფი და რედი გაერთიანდნენ, რათა დაეარსებინათ გაცნობითი აპლიკაცია, სახელად Tinder. 

თანადამფუძნებლის გარდა, ვიტნი ვულფი იყო აპლიკაციის მარკეტინგის ვიცე – პრეზიდენტიც. თუმცა, მისი მოღვაწეობა Tinder-ში არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ვულფმა კომპანია დატოვა 2014 წელს დიდი დაძაბულობის ფონზე. მას უთანხმოება მოუვიდა თავის ყოფილ შეყვარებულთან, ჯასთინმეთინთან, რომელიც, ამავდროულად, იყო მისი უფროსიც. 


მცირეხნიანი ურთიერთობის შემდგომ ჯასთინმა დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ვულფისთვის. კომპანიის დატოვების შემდგომ, ვიტნიმ შეიტანა სარჩელი Tinder-ის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების მიზეზით. ამის გამო მან, მალე, მან მილიონ დოლარზე მეტი ანაზღაურება მიიღო. 

მალევე სრულიად უცნობი მისამართიდან მიიღო ელექტრონული წერილი, რომლის ავტორიც რუსული წარმომავლობის ვინმე ანდრეი ანდრეევიაღმოჩნდა. მოსკოვში დაბადებულმა და ლონდონში მცხოვრებმაანდრეევმა 2006 წელს დააარსა ონლაინგაცნობის ქსელი Badoo, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილგაცნობის პლატფორმას წარმოადგენს. კომპანია Badoo-ს 190 სხვადასხვა ქვეყანაში 360 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. 

ვიტნი 2014 წლის დეკემბერში საცხოვრებლად გადავიდა ტექსასში და ანდრეევთან ერთად შექმნა აპლიკაცია Bumble, რომელიც ქალებს უფრო მეტი კონტროლის საშუალებას აძლევდა, განსხვავებით სხვა ტრადიციული გაცნობის აპლიკაციებისგან. უნდა ითქვას, რომ ამ პლატფორმის შექმნაში დიდი როლი ითამაშა მისმა ურთიერთობამ და დაპირისპირებამ ყოფილ შეყვარებულთან. Bumble-ში პირველ ნაბიჯს დგამს ქალი. ვულფის თქმით, კაცმა უნდა იცოდეს, რომ მას წერს დარწმუნებული და თავდაჯერებული ქალბატონი და რომ მას უნდა მოეპყროს კარგად. 

„ვწყვეტთ თუ არა ჩვენ სამყაროს პრობლემებს იმით, რომ Bumble-შიპირველ ნაბიჯს ქალი დგამს? რასაკვირველია, არა. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ფაქტორი გვეხმარება არქაული ნორმების დავიწყებაში“ – აცხადებს ვულფი. აპლიკაცია წყვილებს თავად სთავაზობს შეხვედრის ადგილებს იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ ისინი და შემდგომ, სურვილის შესაბამისად, ხვდებიან ერთმანეთს. აქვე უნდა ვთქვათ ვიტნის სიტყვებიც, რომლებშიც კარგად ჩანს თუ რა იყო Bumble-ის შექმნის ერთ-ერთი მოტივაცია: „თუკი მე შემეძლო მემოგზაურა მთელ მსოფლიოში, დამეფუძნებინა საკუთარი კომპანიები, რატომ არ შემეძლო გამება საუბარი სიმპათიურ ბიჭთან ჩემს კოლეჯში? თუკი მე პირველ ნაბიჯს გადავდგამ, აღმიქვამენ, როგორც გიჟს, მხოლოდ იმის გამო, რომ მინდა ამის გაკეთება. ეს არ არის სამართლიანი.“ 

2015 წლისთვის ამ აპლიკაციამ მიაღწია იმას, რომ მისი საშუალებით დაწყვილდა 80 მილიონი ადამიანი, ხოლო ამ პერიოდისთვის 15 მილიონი დიალოგი მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილისთვის, თვიური მონაცემებით, გაცნობის პლატფორმებიდან პირველ და მეოთხე ადგილებს იკავებდნენ Bumble და Tinder. 

  2015 წლისთვის ამ აპლიკაციამ მიაღწია იმას, რომ მისი საშუალებით დაწყვილდა 80 მილიონი ადამიანი, ხოლო ამ პერიოდისთვის 15 მილიონი დიალოგი მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილისთვის, თვიური მონაცემებით, გაცნობის პლატფორმებიდან პირველ და მეოთხე ადგილებს იკავებდნენ Bumble და Tinder. 2017 წლის ნოემბრისთვის Bumble-ზე დარეგისტრირებული ადამიანების რიცხვმა 22 მილიონს გადააჭარბა. აპლიკაცია გავრცელდა 144 ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით, ადამიანები Bumble-ისაპლიკაციას დღეში დაახლოებით 100 წუთს უთმობენ.„ონლაინ“ სივრცემ, რასაკვირველია, ცხოვრება გაამარტივა და ეს შეეხო ადამიანების პირად ცხოვრებასაც. თუ აქამდე სასიყვარულო და არა მხოლოდ სასიყვარულო ამბები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იწყებოდა, ახლა, ხშირად, მათი დაწყებისა და განვითარების საფუძველი სოციალური ქსელები და გაცნობითი აპლიკაციები ხდება.


მიუხედავად ვიტნი ვულფის ასაკისა, უნდა ითქვას, რომ მან უკვე შეძლო დიდი აღიარების მოპოვება საზოგადოების მხრიდან. აღსანიშნავია ის ტიტულები, რაც მან ბოლო დროის განმავლობაში დაიმსახურა. 2014 წელს ვულფი Business Insider-მა დაასახელა 30 წელს ქვემოთ მყოფ 30 ქალში, რომლებიც წარმატებულები იყვნენ ტექნიკურ სფეროებში. ამავე სტატუსით იგი დაასახელა ცნობილმა ჟურნალმა Elle-მაც. ვულფი მოხვდა ასევე Forbes-ის 30 წლამდელ ქალთა სიებშიც 2017 და 2018 წლებში. 2017 წელს კი TechCrunch-მა 42 წარმატებულ ქალში შეიყვანა ვიტნი ვულფ – ჰერდი. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ფორბსმა, ბოლო მონაცემებით, Bumble-ის ღირებულება ერთ მილიარდ დოლარად შეაფასა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...