2 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, ეს ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, "ფეისბუქზე" ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და ის 1989 წლის 9 აპრილს დაიწყო-  "გაგრძელდა ცხინვალის კონფლიქტით, შემდეგ აფხაზეთის ფართომასშტაბიანი ომით, სადაც რუსეთმა მოახერხა და 500 000-მდე აფხაზეთის მკვიდრი აფხაზეთის ტერიტორიიდან გააძევა და აფხაზეთზე ჩაიგდო ხელში კონტროლი" აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს არსებობას 2003 წლამდე „ითმენდა“, რადგან საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ვითარება შეიცვალა. სააკაშვილი იხსენებს, რომ აჭარის დაბრუნების შემდეგ, მას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაურეკა და უთხრა, რომ მომავალში „არანაირი საჩუქრები აღარ იქნებოდა“.

„2018 წლის 7 აგვისტოს სრულდება 10 წელი რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ეს იყო ძალიან მძიმე, ტრაგიკული და ამავე დროს ძალიან გმირული მომენტი ჩვენი ისტორიის. მე მინდა, დღეს რამდენიმე საკითხზე გესაუბროთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ვთქვათ, რომ ეს ომი არ დაწყებულა 2008 წელს, ეს ომი დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს, გაგრძელდა ცხინვალის კონფლიქტით, შემდეგ აფხაზეთის ფართომასშტაბიანი ომით, სადაც რუსეთმა მოახერხა და 500 000-მდე აფხაზეთის მკვიდრი აფხაზეთის ტერიტორიიდან გააძევა და აფხაზეთზე ჩაიგდო ხელში კონტროლი, შემდეგ ეს გრძელდებოდა ძალიან ბევრ პროვოკაციაში, მაგრამ 2003 წლამდე რუსეთი საქართველოს არსებობას ითმენდა, რადგან საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო. ეს იყო ტერიტორია, სადაც იყო კორუფცია, კონტრაბანდა, ხალხი იყო უკიდურესად იმედგაცრუებული და ამიტომ რუსეთს განსაკუთრებული ქმედებების განხორციელება არ სჭირდებოდა, 2003 წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“, 2004 წლიდან დაიწყო რეფორმები, რომელმაც მართლა აღაფრთოვანა თანდათან მთელი მსოფლიო და 2004 წელს ჩვენ კონტროლი დავიბრუნეთ აჭარაზე, ტერიტორიაზე, რომელსაც მთლიანად რუსეთი აკონტროლებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან, როდესაც რუსეთს ვიღაცამ ტერიტორია წაართვა და მაშინ მე პუტინმა დამირეკა და მითხრა, რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ ამის მერე იცოდე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არანაირი საჩუქრები ჩვენგან არ გექნებათ და მან დაიწყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის მზადება“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...