0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ეს იყო ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ, იმიტომ რომ პირველად თქვა ცხოვრებაში მგონი სიმართლე"

„ეს იყო ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ, იმიტომ რომ პირველად თქვა ცხოვრებაში მგონი სიმართლე," - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

"მან თქვა ის, რომ მისი მმართველობის დროს საქართველოში სიღარიბე გაიზარდა. მან საკუთარი პირით აღიარა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში  საბანკო დავალიანების კუთხით მოქალაქეების მხრიდან. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უტიფრად გადააბრალა კვირიკაშვილს, ქუმსიშვილს, ვიღაც პაიკებს თავის მთავრობის, ისე, როგორც ორ სხვა ბანკს, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი და ფაქტი არის შემდეგი: საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მთავრი მევახშე ბანკი გახდა "ქართუ," ბოლო წლებში "ქართუს" აქტივები გაიზარდა ზუსტად ოთხჯერ.

"როდესაც ქუმსიშვილს დაკითხვებზე ატარებენ იმ კრედიტის გამო, რომელიც მან აიღო და ეს კრედიტი გადაიხადა სახელმწიფომ ეს კრედიტი არის "ქართუდან" წამოღებული კრედიტი და თქვენი ჯიბეებიდან ფარავთ კრედიტს პირდაპირ ივანიშვილის ჯიბეში, რაღა ქუმსიშვილს ატარებენ დაკითხვებზე ივანიშვილი იღებს აქედან პირდაპირ მოგებას. ივანიშვილმა გუშინ საკუთარი პირთ თქვა, რომ მისი მმართველობის ექვსი წლის თავზე მან მოიტანა, მეტი სიღარიბე, მეტი ვალები და მეტი კორუფცია საქართველოში.

"კრიმინალი ეტყობა გამორჩა, მაგრამ ბევრად მეტი კრიმინალი და ეს არის ვალები არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ საქართველოს სახელმწიფო ვალი ე.ი. ის ფული, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა გაიზარდა მკვეთრად. ამის შემდეგ, კიდევ უტიფრობა ჰყოფნის ამ კაცს და ამბობს, რომ  კიდევ თორმეტი წელი დამტოვეთ ხელისუფლებაშიო, თუ ამ ექვს წელიწადში საქართველო გაღარიბდა და კორუფცია გაიზარდა წარმოიდგინეთ კიდევ ორჯერ 6 წელიწადში რა მოხდებოდა, როდესაც ლაპარაკობს ჩემზე, სჯობს პირში წყალი გამოივლოს, იმიტომ რომ ჩვენს დროს სიღარიბე შემცირდა ზუსტად ორჯერ და საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ.   მე დავუტოვე საქართველოს ეკონომიკა, რომელიც იყო 15.8 მილიარდი დოლარი, მისი მმართველობის დროს ეს ეკონომიკა შემცირდა 500 მილიონი დოლარით, მე 8 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გავზარდე 4-ჯერ ივანიშვილმა მოახერხა 6 წელიწადში 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკის შემცირება.  მას ჰყოფნის უტიფრობა, რომ ითხოვს კიდევ 12 წელს, მაგრამ მე ვფიქრობ წელსვე დასრულდება და მოშორდება საქართველოს მმართველობიდან და იგი დაამთავრებს ქართველი ხალხის ძარცვას, საქართველოს დამცირებას სახელმწიფოებრიობის განადგურებას, ჩვენ ისევ დავუბრუნდებით წარმატებული ქვეყნების რიგს,“-აცხადებს სააკაშვილი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...