2 2 : 1 6
 | 

მსოფლიო

ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შენობის ბლოკირება მოახდინეს

ერევანში ოპოზიციის მომხრეებმა სომხეთის მთავრობის ერთ-ერთი შენობის ბლოკირება მოახდინეს, რომელშიც იუსტიციის, კულტურისა და განათლების სამინისტროებია განლაგებული.

ნიკოლ ფაშინიანმა  საკუთარ მომხრეებს პოლიციელებისა და სამინისტროების თანამშრომლებისადმი პატივისცემით მოპყრობა მოსთხოვა.

შენობასთან შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებს.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წამოაყენეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია. ფაშინიანმა გუშინ განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები