1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება“-და მაინც, რატომ გადაწყვიტა შანელმა ყველა ქალი შავ სამოსში გამოეწყო? ..

   

                                                                                                                  სუზი მკრტიჩიანი

      "საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება“ ,  მოდა გადადის, სტილი რჩება.”  –  თითქმის ერთი საუკუნის წინ კოკო შანელის მიერ ნათქვამი ეს ფრაზები  დღემდე აქტუალურია.  ეს იყო ქალი , რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა . მხოლოდ ერთი სიტყვა - Chanel  უკვე ასოცირდება ფუფუნებასთან,  ელეგანტურობასთან  და მოდასთან . სწორედ მისი წყალობით, ათასობით ქალი მიხვდა უბრალო,  შავი კაბის ფასს, ისწავლეს ბრილიანტების ტარება უბრალო სამკაულთან ერთად, კოკო იყო ქალი, რომელმაც გარისკა და თმა მოკლედ (თითქმის ბიჭურად)  შეიჭრა .  ყველაფერი ეს კი  იმ ეპოქაში,  რომელშიც შანელი ცხოვრობდა,  წინ გადადგმული ნაბიჯი იყო..

ერთი სიტყვით, კოკომ მოაწყო რევოლუცია და გაიმარჯვა კიდეც, ეს იყო გამარჯვება , რომელიც უკვე  საუკუნეებს ითვლის.

1883 წლის 19 აგვისტოს დაბადებულმა  რევოლუციური სულის მქონე კოკო შანელმა  გადაწყვიტა, რომ  იმდროინდელი ქალის ტანისამოსი მოუხერხებელი და არაკომფორტული იყო სატარებლად, რის გამოც   საკუთარი ატელიე შექმნა. ასე წარმოიშვა მოკლე შავი კაბა, ქალის შარვალი, ჯაჭვის სახელურიანი ჩანთა, პატარა ქუდები, დიდი სათვალე, აქტუალური გახდა გარუჯული კანით სიარული. მარგალიტმა და ბიჟუტერიამ კი უფრო დიდი დატვირთვა მიიღო ქალის ყოველდღიურობაში.

  სხვათა შორის, მისი შთაგონებისშესახებ ბევრს ჭორაობდნენ. ამბობდნენ, რომ კოკო შანელი გარდაცვლილი საყვარლის გამო დარდობდა, მაგრამ ძაძების ჩაცმა არ შეეძლო, რადგან მასთანოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამიტომ  გადაწყვიტა შანელმა ყველა ქალი შავ სამოსში გამოეწყო. 

 წარმატებული პირადი კარიერით თუ წარუმატებელი პირად ცხოვრებით შანელი იყო ქალი რომელიც ნამდვილ ლეგენდად იქცა.. ცოტას არ ნიშნავს როდესაც ადამიანზე წერენ ბიოგრაფიულ წიგნს, იღებენ ფილმს, მისი გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგაც წერენ ჟურნალებში და ავრცელებენ ჭორებს. დღემდე მოდურია მისი შექმნილის ტარება... ფრანგული მოდის ლეგენდა, მსოფლიო ლეგენდად იქცა...


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...