0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯონ პიცარელის თბილისური საღამო

ჩამოტვირთვა

წარმატებული ევროტურის შემდეგ, ნიუ–იორკის პარიზის ვენისა და მილანის საკონცერტო დარბაზებიდან, ამერიკული კლასიკური პოპის ლეგენდა ჯონ პიცარელი თბილისის ივენთ ჰოლში, თავის სახელგანთქმულ კვარტეტთან ერთად, ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა. დინამიური, ჰარმონიული და გემოვნებიანი მუსიკა, რომელიც ივენთ ჰოლში აჟღერდა ,თბილისელ ჯაზის მოყვარულებს დიდხანს ემახსოვრება. ცნობილი ჰიტიტები და განსხვავებული შესრულების მანერა მსმენელში იმ მუხტს ბადებს, რომელსაც ყველაზე ახლოს მიყავს იგი მუსიკასთან. საღამო “ის¬ტერნ პრო¬მო¬უ¬შე¬ნის” წლე¬ვან¬დე¬ლი ჯაზ¬სე¬რი¬ის ფარგლებში განხორციელდა, რო¬მე¬ლიც 19 თე¬ბერ¬ვალს ჯო¬შუა რედ¬მე¬ნის ტრი¬ომ გახ¬ს¬ნა. წლევანდელი ჯაზ სერიების სპონსორი „თიბისი სტატუსია“, რომელმაც მსმენელს ბილეთის ფასზე 20%-იანი ფასდაკლება შესთავაზა. კლა¬სი¬კუ¬რი პო¬პის, ბო¬სა ნო¬ვა¬სა და სვინ¬გის ცნო¬ბილ შემ¬ს¬რუ¬ლე¬ბელ ჯონ პი¬ცა¬რე¬ლი თბი¬ლის¬ში ,პი¬ა¬ნისტ ლა¬რი ფუ¬ლერ¬თან, ბა¬სისტ მარ¬ტინ პი¬ცა¬რე¬ლის¬თან და დრა¬მერ ტო¬ნი ტე¬დეს¬კოს¬თან ერ¬თად ჩა¬მოვიდა., სწო¬რედ ასე¬თი გახ¬ლავთ მი¬სი ამ¬ჟა¬მინ¬დე¬ლი ბენ¬დის მო¬ნა¬წი¬ლე¬თა ჩა¬მო¬ნათ¬ვა¬ლი. საღამო მისიკოსის სტილში დახვეწილი და გემოვნებიანი გამოვიდა. კომპოზიციები არტისტულად შეასრულა და ქართველი მსმენელისადმი თბილი სიტყვებიც არ დაიშურა. ამასთან ბისზე გამოსულმა რამდენიმე სიმღერა, დაახლოებით 40 წუთის მანძილზე პროგრამის გარეშე იმღერა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასაც მოეწონა ქართველ მსმენალთან ურთიერთობა. ჯონ პი¬ცა¬რე¬ლმა თავის მსმენელს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა , რომ მას პუბლიკასთან ურ¬თი¬ერ¬თო¬ბის არაჩ¬ვე¬უ¬ლებ¬რი¬ვი უნა¬რი გა¬აჩ¬ნია. ცოცხა¬ლი შეს¬რუ¬ლე¬ბი¬სას იგი იმ¬პ¬რო¬ვი¬ზე¬ბულ წარ¬მოდ¬გე¬ნებს დგამს, რომ¬ლის მო¬ნა¬წი¬ლეც, მი¬სი ბენ¬დის წევ¬რე¬ბის გარ¬და, მსმე¬ნე¬ლიც იქ¬ცე¬ვა ხოლ¬მე. ამიტომ ამ საღამოსაც ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ისტერნ პრომოუშენი არაერთ მსგავს წარმოდგენას გვპირდება, რომელსაც აი–ტი–ვი აუცილებლად შემოგთავაზებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები