1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ალექსანდრე ლუკაშენკო - არ ვაპირებთ ჩვენი ჯარის გაგზავნას უკრაინაში, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია არ განხორციელდება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის ჯარები მოკავშირე რუსეთის გვერდით მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებენ, თუ ბელარუსზე თავდასხმა განხორციელდება.

„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ჯარის გაგზავნას უკრაინაში, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია არ განხორციელდება. მზად ვარ, ვიბრძოლო რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იქიდან თუნდაც ერთი ჯარისკაცი მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. ომი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ბელარუსს ომი არ სურს.

„ჩვენ ვართ მშვიდობიანი ხალხი, ვიცით რა არის ომი და არ გვინდა ომი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები