1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაივიწყეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ერთად იმუშავეთ – გრეგოროვა ქართველ პოლიტიკოსებს

“მინდა ვუთხრა ქართველ პოლიტიკოსებს, დაივიწყეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ერთად იმუშავეთ იმისთვის, რომ გახდეთ გეოპოლიტიკური პროექტის წევრი, რომელმაც შეასრულა ბევრი ადამიანის ოცნება” –  განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობენ.

”საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ამ კუთხით ბევრი პრობლემაა კონკრეტული ელემენტების დანერგვის გარეშე. ამიტომ, ეს 12 პუნქტი და რეფორმები საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არ არის სივრცე იმისთვის, რომ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესები ამ დაჩქარებული სქემით მიღებული კანონებისთვის. თუ ყველაფერი იქნება მიღებული ისე, როგორც EU-ის 12 პუნქტი ითხოვს, იქნება პროგრესი. საქართველომ თავად უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები მიზნების მიმართ და მინდა ვუთხრა ქართველ პოლიტიკოსებს, დაივიწყეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ერთად იმუშავეთ იმისთვის, რომ გახდეთ გეოპოლიტიკური პროექტის წევრი, რომელმაც შეასრულა ბევრი ადამიანის ოცნება”- განაცხადა გრეგოროვამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები