0 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სასამართლომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზვნის გაუპატიურებისა და დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.გადაწყვეტილება ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ,  ზაზა რამიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ – ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები