,,ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი, სარკე...
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „რაც ჩვენ მო...
|
საქართველოს პროკურატურამ, თელავში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
"სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბრალდებულის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. გარდა ამისა, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს და მის დედას, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს.
აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და 5 ოქტომბერს პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდი (ოჯახში ძალადობა); 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ორი პირის მიმართ) და 11-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის შეფარდება, თუმცა 6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა.
პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა სასამართლოს პოზიციას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა.
ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა თავის მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რაც კოორდინირებულ მუშაობას, საზოგადოების ჩართულობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიან ძალისხმევას გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.
აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება", - აცხადებს პროკურორი.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. „რაც ჩვენ მო...
გია ვოლსკიმ ჩეჩნეთიდან ჩამოსულ პირებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ჩამოსულთა შორის გროზნოს გადაყენებული მერი იყო, რომლის სახელიც მან არ იცის, “მაგრამ შეიძლება ელენე ხოშტარიამ ი...
პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის - საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხი...
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები 2023 წელსაც გაგრძელდა და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის...
ქართული ოცნების რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს ყოფილი მერი და მათი მეგობრები. სამხარაძე მათ ვინაობას არ აკონკრეტებს,...
უკრაინის ხელისუფლებამ „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი და თავისი ძმა დავით გაიაშვილი, აირზენა და რუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცი...
“დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების...
"11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტი დღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი – თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინათავი რომ დავანებოთ ი...
"ვინ რა თქვა, საერთაშორისო პარტნიორებმა, მე არ ვიცი, არ მიყურებია ნამდვილად, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი მეგობრის ნიღაბს ამოფარებული, ხშირად გვლანძღავენ ხოლმე. რაც ილაპარაკა პრემიერმინი...
"ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, NATO-ს წევრი თურქეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა, მაინც და მაინც, ჩვენ უნდა ...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში "ნატოში" სწრაფვის გამო შეიჭრა. კობახიძე განმარტავს, რომ ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მხ...
“ᲑᲘᲫᲘᲜᲐ ᲘᲕᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲘᲒᲔᲑᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲔᲑᲡ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲔᲡ ᲘᲛᲐᲡ ᲐᲠ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ, ᲠᲝᲛ ᲛᲐᲡ ᲗᲐᲜᲮᲔᲑᲡ ᲣᲠᲘᲪᲮᲐᲕᲔᲜ. ᲛᲐᲡᲖᲔ ᲓᲔ ᲤᲐᲥᲢᲝ ᲡᲐᲜᲥᲪᲘᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲓᲐᲬᲔᲡᲔᲑᲣᲚᲘᲐ. ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲣᲜᲓᲝᲓᲔᲗ ᲐᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡᲒᲐᲜ ᲒᲐᲠᲓᲐ ᲘᲛᲘᲡᲐ, ᲠᲐᲪ ᲧᲕᲔᲚᲐ...
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, დემარშის მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა ვიცე-პრემიერთან გაიმართა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ეკონომ...
პრეზიდენტი და ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი იქნება ბიძინა ივანიშვილის უკეთესი მოურავი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განა...
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საშუალებას იძლევა, - ინფორმაციას რუსული...
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე დასაქმებაზე აისახა, დასაქმება კი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების მდგომარე...
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ოფიციალური განცხადება სალომე ზურაბიშვილის კრიტიკით დაიწყო. "ოცნება" პრეზიდენტის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს და სახალხოდ მკაფიოდ გამოხატავს...
„ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული ძალიან ბევრი ...
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა. მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშ...
"ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან აჩვენებს, აჩვენებს რა იყო მომართვის მიზანი, საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასეროზულია ოპოზიცია. ევროპად ასახელებენ ის...
ივნისი 2023 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები