1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიმდინარე წლის 7 თვეში, საქართველოში ქონება რუსეთის 3319-მა მოქალაქემ შეიძინა, საიდანაც 969 თბილისშია რეგისტრირებული

2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის 18 864 მოქალაქის ქონება დარეგისტრირდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ აცნობა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, როგორც სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ქონება რუსეთის 3319-მა მოქალაქემ შეიძინა, საიდანაც 969 თბილისშია რეგისტრირებული.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მითითებული პერიოდისთვის რუსეთის ფედერაციის 2407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2594 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.

ამასთან, სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასული წლების მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში რუსეთის 3496 მოქალაქის უძრავი ქონება დარეგისტრირდა, 2020 წელს - 2184; 2019 წელს - 4175; 2018 წელს - 2503, ხოლო 2017 წელს - 2735. უფრო კონკრეტულად, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართზე (ბინა, ფართი) რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით შემდეგია: 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საკადასტრო კოდის რაოდენობა 2900 იყო, მესაკუთრის რაოდენობა - 2681; 2021 წელს - საკადასტრო კოდის რაოდენობა 2341, მესაკუთრის რაოდენობა - 2092; 2020 წელს - საკადასტრო კოდის რაოდენობა 1044, მესაკუთრის რაოდენობა - 878; 2019 წელს - საკადასტრო კოდის რაოდენობა 2486; მესაკუთრის რაოდენობა 2231; 2019 წელს - საკადასტრო კოდის რაოდენობა - 2020, მესაკუთრის რაოდენობა - 1837; ხოლო 2017 წელს - საკადასტრო კოდის რაოდენობა 1560 იყო, ხოლო მმესაკუთრის რაოდენობა 1423.

რაც შეეხება თბილისის სარეგისტრაციო ზონაში რეგისტრირებულ ქონებაზე რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას წლების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 1079 პირზე გაიცა საკუთრების ნებართვა, 2021 წელს 745 პირზე, 2020 წელს - 380-ზე, 2019 წელს - 998-ზე, 2018 წელს - 1011-ზე, ხოლო 2017 წელს - 898-ზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები