1 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვარკეთილში ქირით ვცხოვრობ, 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს, გეპატიჟებით სახლში, თუ რამე ფულს იპოვით, ერთად გავიყოთ - ხაბეიშვილი

როცა მეუბნებით, რომ მილიარდერი გაფინანსებთ, ცოტა უხერხულია. თქვენ გეპატიჟებით ჩემს სახლში, თუ რამე ფულს იპოვით, შემდეგ ერთად გავიყოთ, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – „რამდენს გიხდით კეზერაშვილი?“.

„მე დეკლარაციას ვავსებ, ჩემი დეკლარაცია და ანგარიშები გამჭვირვალეა, შეგიძლიათ, გადახედოთ. ლევან ხაბეიშვილს არანაირი უძრავი ქონება არ აქვს, მოძრავი ქონება მაქვს მხოლოდ ერთი, ავტომობილი. ვარკეთილში მესამე ა მიკრო რაიონში ქირით ვცხოვრობ და 31-ე ქარხნის გამათბობელი მაქვს”,- ამბობს ხაბეიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები