0 1 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“კრიზისის განსამუხტად უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები” – ენმ-მ სტრატეგია წარადგინა

 “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მელიამ, პარტიის სტრატეგია წარადგინა და განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

“ჩვენი სტრატეგიული გეგმა არის:

  • მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად.
  •  უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში. ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ.
  •  უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია. აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ “რუსული ოცნების” პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას და საბოლოოდ რუსული ორიენტირი აირჩია. ვაღიაროთ, რომ მათი მხირდან ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში.”-  განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები