1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიცია იმაზე ვერ თანხმდება, შემოდგომაზე სიცივე იქნება, თუ ეცხელება - მაჭარაშვილი


„თქვენ თუ საქართველოში ერთ ადამიანს მაინც იპოვით, რომელიც კითხვაზე იტყვის პასუხს, დიახ, ელოდება ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას და ნორმალურ ოპონირებას, მე ვიქნები ასეთი მეორე ადამიანი. შესაბამისად, ასეთ ადამიანს ვერ იპოვით და მეორე ადამიანი მეც ვერ ვიქნები, ვინც ამას დაგიდასტურებთ. ისინი იმაზე ვერ თანხმდებიან შემოდგომაზე სიცივე იქნება თუ ეცხელება, პოლიტიკურ პროცესებში საბოტაჟი იქნება, თუ ჯანსაღი კრიტიკა და დანარჩენ პროცესებზე, ბუნებრივია, ვერასდროს შეთანხმდებიან. ეს ცუდია, მაგრამ რეალური მოცემულობაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, 2024 წელს გამოსწორდება და ქართული საზოგადოება ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც შეუშვებს იმას, ვინც იქნება ამის ღირსი“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები