1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვინმეს ეჭვი გეპარებათ ნინო წილოსანის პატრიოტიზმში?! – პაპუაშვილი

“ᲩᲕᲔᲜ ᲕᲮᲔᲓᲐᲕᲗ ᲞᲠᲝᲞᲐᲒᲐᲜᲓᲐᲡ, ᲘᲡᲢᲔᲠᲘᲐᲡ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ ᲐᲠᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲩᲘᲜᲝᲜ, ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ ᲓᲐ Ა.Შ. ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲡ ᲙᲘᲜᲝ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲩᲕᲔᲜ 10 ᲬᲔᲚᲘᲐ ᲕᲣᲧᲣᲠᲔᲑᲗ. ᲐᲛ ᲙᲘᲜᲝᲡ ᲰᲥᲕᲘᲐ ᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲮᲐᲚᲮᲛᲐ ᲬᲐᲐᲠᲗᲕᲐ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲣᲜᲓᲐ, ᲔᲡ ᲫᲐᲚᲐᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲓᲐᲘᲑᲠᲣᲜᲝᲡ.

ᲕᲘᲜᲛᲔᲡ ᲔᲭᲕᲘ ᲒᲔᲞᲐᲠᲔᲑᲐᲗ ᲜᲘᲜᲝ ᲬᲘᲚᲝᲡᲐᲜᲘᲡ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲘᲖᲛᲨᲘ?! ᲔᲭᲕᲘ ᲜᲘᲜᲝ ᲬᲘᲚᲝᲡᲐᲜᲘᲡ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲘᲖᲛᲨᲘ ᲠᲝᲛ ᲨᲔᲐᲥᲕᲗ ᲘᲛ ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲛᲐᲪ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲝᲑᲐᲖᲔ ᲣᲐᲠᲘ ᲗᲥᲕᲔᲡ ᲓᲐ ᲔᲭᲕᲘ ᲨᲔᲐᲥᲕᲗ ᲘᲛ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲐᲛ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲨᲘ ᲓᲐᲙᲐᲕᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲓᲔᲖᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲘᲗ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲐᲚᲔᲑᲘᲗ, ᲔᲭᲕᲘ ᲠᲝᲛ ᲨᲔᲐᲥᲕᲗ ᲐᲛ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲜᲘᲜᲝ ᲬᲘᲚᲝᲡᲐᲜᲘᲡ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲘᲖᲛᲨᲘ, ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲪᲮᲕᲘᲜᲝ, ᲗᲣᲙᲘ ᲠᲐᲛᲔ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲪᲮᲕᲘᲜᲝ

ᲛᲗᲔᲚᲘ ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲘᲡ ᲘᲓᲔᲐ ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲛᲪᲓᲔᲚᲝᲑᲐ, ᲙᲝᲜᲢᲔᲥᲡᲢᲘᲓᲐᲜ ᲐᲛᲝᲒᲚᲔᲯᲕᲘᲗ, ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲨᲘ ᲒᲐᲛᲝᲭᲔᲠᲘᲗ… ᲔᲡ ᲘᲧᲝ ᲙᲝᲜᲢᲔᲥᲡᲢᲘᲓᲐᲜ ᲐᲛᲝᲒᲚᲔᲯᲘᲚᲘ ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲐ”

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ნინო წილოსანის კომენტარზე. გუშინ წილოსანმა განაცხადა, რომ “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, რაც უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებისგან საქართველოს მიადგა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები