1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის – იან კელი

“საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის ” –  ამის შესახებ,  აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვფიქრობ, უკრაინელებს შეუძლიათ ისწავლონ ქართველების 2008 წლის გამოცდილებიდან. მნიშვნელოვანია, რომ არ უპასუხოთ პროვოკაციებს. დაიცავით თქვენი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ არ გადახვიდეთ თავდასხმაზე.

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდნენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები