1 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბ ბერიძე დამემუქრა ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენ თავსო - ანასტასია შატალოვას ჩვენება

მიმდინარე წლის ივნისის თვეში მიცემულ ჩვენებაში ანასტასია შატალოვას  ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის მხრიდან ლიკვიდაციით მუქარაზე საუბრობს. 

შატალოვა პოლიციელებს უყვებოდა, რომ ზურაბ ბერიძე მას ე.წ ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დამემუქრა, ავტოსკოლისთვის ფულს არ მოგცემ, მაგ ფულით ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენ თავსო... ზურაბ ბერიძე ოთახში შემომყვა, დამიწყო დედის გინება და ლანძღვა, "შე მეძავო და ნარკომანოო!" დამემუქრა, მოგკლავ, კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადავაგდებო. შენს გვამს არხში ნაახვენო", - წერია შატალოვას მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ჩვენების მიხედვით, ზურაბ ბერიძე ლიკვიდაციით 2021 წლის 4 ივნისს დაემუქრა.  

მოკლული ქალის ადვოკატის პაატა შავაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოცან შვილზე მეურვეუბის განკარგვის საკითხზე, უფლებადამცველი მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.

https://tvpirveli.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები