0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხუხაშვილი მელიას: სწორი გადაწყვეტილება იქნება ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მოვლენების სავარაუდო განვითარებაზე საუბროს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ნიკა მელიას მისი სურვილის მიუხედავად, “ციხიდან გამოაგდებენ”, ამნისტიის კანონს კი მიიღებენ. ამიტომ, მისი აზრით, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება გირაოს გადახდით ამნისტიის ჩაშლა.

“ხელისუფლება კენჭისყრაზე გამოიტანს ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონის ალტერნატულ პროექტს, რომლითაც ამნისტია შეეხება სისტემის დანაშაულსაც. კენჭისყრას, ბუნებრივია მოიგებენ.

ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ. შესაბამისად, გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება – იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა “გააპრავეს”. ამის შემდეგ, ნაცმოძრაობა თუ არ შევა პარლამენტში, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ. აწყობთ კიდევაც.

სრულიად ცხადია, რომ დღეს ამნისტია ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე ოპოზიციას და მელიას. ასე რომ, ამ მოცემულობაში, ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა – ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით”,– წერს ხუხაშვილი Facebook–ზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები