0 0 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გირაოზე კიდევ ერთხელ ვამბობთ - მელია არის უკანონო პატიმრობაში და ეს გამოყენებულია ხელისუფლების მიერ ვაჭრობის თემად – ადვოკატი


გირაოზე კიდევ ერთხელ ვამბობთ - მელია არის უკანონო პატიმრობაში და ეს გამოყენებულია ხელისუფლების მიერ ვაჭრობის თემად – აცხადებს, ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი.

მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი, საპატიმროში ენმ-ის თავმჯდომარის მოსანახულებლად მივიდა.

„მისი პოზიცია არის ცნობილი. მას აქვს აშკარად ნეგატიური დამოკიდებულება ამნისტიის საკითხთან, სადაც გამოდის, რომ ერთ პლატფორმაზე უნდა განიხილებოდნენ ახალგაზრდები, ვისაც მიაყენეს არაერთი დაზიანება, დათხარეს თვალები და ამ კანონით გამოდის, რომ მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები, რომლებსაც პასუხი არ უგიათ დანაშაულზე, უნდა გათავისუფლდნენ და ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას მათსა და ამ ახალგაზრდებს შორის.  გირაოზე კიდევ ერთხელ ვამბობთ - მელია არის უკანონო პატიმრობაში და ეს გამოყენებულია ხელისუფლების მიერ ვაჭრობის თემად. სხვა თემებზე გავივლით მასთან და შემდეგ მოგახსენებთ", - ამბობს გიორგი კონდახაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები