0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კორუფციული სქემა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა - კახა კახიშვილი და მისი გარემოცვა, შესაძლოა, პროკურატურაში დაიბარონ

კორუფციული სქემა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა - კახა კახიშვილი და მისი გარემოცვა, შესაძლოა, პროკურატურაში დაიბარონ. 

საქმე ეხება  ფულის გათეთრების სავარაუდო ფაქტს. 

სავარაუდოდ, თაღლითური სქემით კახიშვილის სიძე და ასევე, კახიშვილის ახლო მეგობარი, მიხეილ ბინიაშვილი არიან დაინტერესებულნი.

ბინიაშვილთან რამდენჯერმე ვიყავით ოფისში, თუმცა, ის ყოველთვის გაურბის მედიას. 

გავრცელებული ცნობებით, სქემის მონაწილეები ევროპელ პენსიონერებს ფულს “ჰაერში” აბანდებინებენ და შემდეგ, უკვალოდ ქრებიან. 

სავარაუდოდ, სწორედ  შავი ფულით დაუფინანსა ბინიაშვილმა კახიშვილს საარჩევნო კამპანია და დიდი ფულის სანაცვლოდ, ამომრჩეველთა ხმებიც მოისყიდა.

Itv.ge-ი თვეების განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ თემაზე და არაერთი სიუჟეტი გადაიღო. 

თაღლითური სქემის დეტალები და კონსპირაციული ოფისები ვრცლად გააშუქეს  ტვ. პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმაც, რომლის შემდეგაც შსს-მ 12 ადამიანი დააკავა, თუმცა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაურკვეველია, რამდენად იყო ეს საქმე დაკავშირებული ბინიაშვილ-კახიშვილის სახელთან. 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, სქემის თაობაზე. უფრო მეტიც, საქმე იმდენად გახმაურებულია, რომ ევროპელი პენსიონერები ითხოვენ, სახელმწიფოებმა ოფიციალურად მოახდინონ რეაგირება და  საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ დამნაშავეების დასჯა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები