0 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო, გაქრეს სააკაშვილი? – სანიკიძე ვაშაძის განცხადებაზე

„ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო, ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია“, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი გუბაზ სანიკიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქართული პოლიტიკა უნდა დატოვოს.

„მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია, რა. გაქრეს სააკაშვილი?! მართლა უარი რომ თქვას სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე ხომ წარმოგიდგენიათ აქ რა იქნება?! დინასტიური ცვლილება იქნება, ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ აქეთ მიდის?! სააკაშვილი რომ გაიწევა შეიქმნება ვაკუუმი, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?! „ -აცხადებს სანიკიძე.

ცნობისთვის, „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იმავე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები