0 0 : 3 7
 | 

პოლიტიკა

პაატა იმნაძე - ქვეყანას ამ წუთში „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია

ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძემ თენგიზ ცერცვაძის იმ განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, მინუს 80-გრადუსიანი მაცივრების პრობლემის გამო, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონიანი დოზის შეძენა არ შეუძლია.

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, ვაქცინის შეძენა „კოვაქს“ პლატფორმის გარდა, შესაძლებელია მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზითაც.

„ ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა. ქვეყანა იყიდის „კოვაქსის“ პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია.

ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. „კოვაქსის“ ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირაპირ ამ ვაქცინების მიღება“,-აცხადებს იმნაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები