2 0 : 1 1
 | 

პოლიტიკა

"რამდენიმე წუთის წინ, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროზე, კიდევ ერთი მაღაროელი დაშავდა. მიზეზი არაადამიანური სამუშაო პირობებია..”

გაერთიანებული ოპოზიციის საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს:

"რამდენიმე წუთის წინ, ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროზე, კიდევ ერთი მაღაროელი დაშავდა.

მიზეზი არაადამიანური სამუშაო პირობებია. 

დაშავებული საკმაოდ მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. 

მაღაროელები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ, ივანიშვილის კლანი კი, მათი ჯანმრთელობის და ზოგჯერ სიცოცხლის ხარჯზე, ასეულობით მილიონ დოლარს შოულობს, კორუფციული სქემებით.

კერძოდ: მხოლოდ ბოლო სამ თვეში, 2 მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, 5-ზე მეტმა კი, მძიმე დაზიანებები მიიღო. 

ამიტომ, აუცილებლად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუმჯობესდეს მაღაროელთა სამუშაო პირობები, ცვლილებების შემდეგ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები