0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახარია დამსაქმებლებს მიმართავს: მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა

 

პრემიერ-მინისტრი კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მიმართავს.  გიორგი გახარია ყველას მოუწოდებს, თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანონ.

„მინდა მივმართო განსაკუთრებით კერძო და საჯარო ორგანიზაციებს - მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. ეს არის რეკომენდაცია. ყველა საწარმომ, რომელსაც ჩვენ ხელს ვუწყობთ, ეს უნდა გაითვალისწინონ, ხოლო ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როცა ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლიონდა - არასწორია. მეტად უნდა ვიზრუნოთ თანამშრომლებზე და დავიცვათ ყველა საშუალებით, რომ შეძლოთ თავის დაცვა“, - განაცხადა გახარიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები