1 1 : 2 4
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელიას ამომრჩეველთან შეხვედრის დროს თავს დაესხნენ

გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს.

ნიკა მელიას თქმით, მოსახლეობას ის სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ კორპუსის სახურავიდან ქვები დაუშინეს. მელიას თქმით, ეზოში ამ დროს უამრავი ბავშვი იყო, თუმცა თავდამსხმელებისთვის არც ამ ფაქტს შეუშლია ხელი. მელია ამბობს, რომ თავდასხმის უკან მმართველი გუნდი დგას და მსგავსი ქმედებები სწორედ “ქართული ოცნების” მხრიდან არის წახალისებული.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი წერს. როგორც აქტივისტი აცხადებს, ნიკა მელია ამომრჩევლებს გლდანულაში, ერთ-ერთ სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც კვერცხები და ქვები დაუშნეს.

“ქართული ოცნება / Georgian Dream სამარცხვინო მოძლადეები ხართ არ შეგრჩებათ!!! შეხვედრა გვქონდა ხალხთან. ნიკა მელია ესაუბრებოდა ხალხს და ქართული ოცნების ტიტუშკებმა ქვები და კვერცხები ისროლეს მაღალი სართულიდან, დიდიხნის განმავლობაში დაგვყვებოდნენ, ბოლოს ეს დაგეგმეს. საბედნიეროდ გადავრჩით და ეს ქვები აგვცდა” – წერს ანა ჭარხალაშვილი. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები