2 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ორი ადამიანი მოკლეს

მკვლელობა ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან - გარდაცვლილია ორი ადამიანი. ერთ-ერთი ვერსიით, მძიმე დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მოკლულია ერთი საქართველოს და ერთიც - რუსეთის მოქალაქე. სამართალდამცავებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში ცხელ კვალზე  დააკავეს.

 არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე მამა-შვილს შელაპარაკება მოუვიდათ საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო.არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მისმა შვილმა კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საქართველოს მოქალაქეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას - 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა - ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები