0 8 : 5 8
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - ყველას აქვს თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩადიხარ და სასწაულ დარღვევას არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს

თბილისის მერის  განცხადებით, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე „თუ სასწაულს არ ჩაიდენ“, ავარია შეუძლებელია.

მერმა განმარტა, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებას აქვს საკუთარი სამოძრაო ზოლი და ამიტომ ავტოსაგზაო შემთხვევა შეუძლებელია.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ვინც ერთხელ მაინც გაიარა ამ მონაკვეთზე, ცხადია, ადამიანს გაუჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს მსუბუქ ავტომობილს?! ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩადიხარ და სასწაულ დარღვევას არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს”, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე ავტოსაგზაო შემთხვევების კადრები წარმოადგინა. მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილების დაჯარიმება დაიწყო.

„დაწყებულია უკვე დაჯარიმება, ჩართულია ვიდეოკამერები, სადაც ყველა დარღვევა ფიქსირდება და რა თქმა უნდა, დაჯარიმებულ ადამიანებს ყველაფერი ოფიციალურად მიუვათ”, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები