1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ვიქნები პრემიერი 2 წელი, 2 წელში ქვეყნის ჭაობიდან ამოვათრევ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში ის თანამდებობაზე არასრული ვადით იმუშავებს.

„მთავარ არხზე“ ჩართვისას ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ხელისუფლების სათავეში 2 წლის განმავლობაში იქნება, რაც ქვეყნის „ჭაობიდან ამოსათრევად“ საკმარისი იქნება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი რომ მე გავხდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ და მინდა გითხრათ, რომ მზად ვარ ვიტვირთო. მაგრამ, არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება, ნამდვილად არ მენატრება. მინდა გითხრათ, რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი. ეს 2 წელი იქნება საკმარისი, ქვეყნის ჭაობიდან ამოსათრევად. მე მზად ვარ ამისთვის კვირაში 7 დღე ვიმუშავო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები