0 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ტრაგიკულია ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში" - სალომე სამადაშვილი

 სალომე სამადაშვილი მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთის ამოცანა იყო ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის დასრულება.

„ეს ძალიან ძალიან ძვირი ფასი დაუჯდა ქართველ ხალხს. ჩვენ 2008 წელს ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოსთვის, რომელიც იქნება ინტეგრირებული ნატო-ში და ევროკავშირში. დღეს ჩვენი ვალდებულებაა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რომლისთვისაც დაიღუპა არაერთი ქართველი. ჩემთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში და რუსულ აგრესიაში. გასული 12 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ოდნავ მაინც წინ წავსულიყავით იმ შეთანხმებების შესრულების თვალსაზრისით, რომელიც დაიდო ცეცხლის შეწყვეტის დროს 2008 წელს. ფაქტობრივად, ამ წლების განმავლობაში ჩვენი ტერიტორიების ანექსია გაღრმავდა, იმის მაგივრად, რომ ჩვენ შეგვეჩერებინა ეს პროცესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები